ნარკოდანაშაულის საქმეზე დაკავებული ხუთივე პირი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში ჩატარდა. დაცვის მხარე გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.
"მე მხოლოდ გაჭირვებულს დავეხმარე და არ ვარ გამსაღებელი" - სწორედ ამ სიტყვებით მიმართა ერთ-ერთმა ბრალდებულებმა მოსამართლეს და თქვა, რომ ის ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც მას ჰქონდა, პირადი მოხმარებისთვის იყოს. ასევე, თითქმის ანალოგიური პოზიცია ჰქონდა დანარჩენ 4 დაკავებულსაც.
სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია გორში რამდენიმე დღის წინ ჩაატარეს და ნარკორეალიზაციის ბრალდებით 7 პირი აიყვანეს.