04 მაისი 2024,   01:40
ვრცლად
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ლაგოდეხის წარმატებულ სტუდენტებს შეხვდა

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სტუდენტებს შეხვდა. წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან 169 აბიტურიენტი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პირველკურსელი გახდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყება მიულოცეს და მერიის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული სტუდენტთა მატერიალური წახალისების პროგრამები გააცნეს. ფულადი ჯილდოები შემდეგი პრინციპით ნაწილდება - ოქროსმედალოსნებს - 600 ლარი, ვერცხლისმედალოსნებს- 500 ლარი, ხოლო აბიტურიენტებ, რომლებიც წელს ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებელში და სტუდენტები გახდნენ - 400 ლარი გადაეცემათ.

დღის ამბები