27 აგვისტო 2026,   07:39
ვრცლად
სპორტის გაკვეთილზე დაწყებული დაპირისპირება, რომელიც დაჭრით დასრულდა - სასამართლო მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული მოზარდის საქმეს უბრუნდება

განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული მოზარდის საქმეს უბრუნდება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო. გრძელდება ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა.
სასამართლომ, ასევე, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მოწმეთა ჩვენებებში დაცვის მხარის მიერ აღმოჩენილ უზუსტობებთან დაკავშირებით.

დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, თავად დაზარალებულიც კი უარყოფს, რომ ის დაკავებულმა მოზარდმა დაჭრა. ამავე დროს, უფლებადამცველი გამოძიების დროს პოლიციის მხრიდან არაერთ უკანონო ქმედებაზე - მათ შორის, არასრულწლოვანთა გამოკითხვის წესის დარღვევასა და გამქრალ მტკიცებულებებზეც ამახვილებს ყურადღებას.

დაპირისპირება 15-16 წლის ბიჭებს შორის მაისის ბოლოს 74-ე საჯარო სკოლის სპორტის გაკვეთილზე დაიწყო - ერთ-ერთი მოზარდის დაჭრა სკოლასთან ახლოს მოხდა.

დღის ამბები