27 აგვისტო 2026,   08:52
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში ძმების, დავით და გუგა კაკულიების პირველი არსებითი განხილვის პროცესი იწყება - რა შუამდგომლობები ექნებათ მხარეებს

საქალაქო სასამართლოში ძმების, დავით და გუგა კაკულიების პროცესი იწყება. ეს იქნება საქმის პირველი არსებითი განხილვა, მხარეებს ექნებათ შუამდგომლობები. დაკავებულებს ჯგუფურად მკვლელობის მცდელობაში, საზღვრის უკანონო კვეთასა და იარაღის შეძენა-შენახვაში ადანაშაულებენ. ბრალდებულები, ამ დრომდე, დუმილის უფლებას იყენებენ.

პროკურატურის მტკიცებით, სწორედ ძმებ კაკულიებს უკავშირდება 27 მაისს, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლა, დაკავებულები ფიგურირებენ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეშიც. წინასწარ პატიმრობაში მყოფმა ძმებმა სამართალდამცველებს ამ საკითხზე ჩვენება უკვე მისცეს

ძმები კაკულიების უფლებადამცველი არ აკონკრეტებს რაზე გაამახვილებს ყურადღებას საკუთარ შესავალ სიტყვაში, თუმცა აცხადებს, რომ საქმის მასალებში არ არის საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა ძმებისთვის წაყენებულ ბრალდებებს

"დღეს იწყება მოცემულ საქმეზე არსებითი განხილვა. არსებითი განხილვა ნიშნავს იმას, რომ დაიწყება იმ მტკიცებულებების გამოკვლევა, რომელიც წარმოდგენილია ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ სასამართლოში. გაიხსნება და იქნება შესავალი სიტყვები, ჯერ ბრალდების მხარის შემდეგ დაცვის მხარის, როგორც პროცედურულად არის გათვალისწინებული და ამის შემდეგ სასამართლო გადავა მტკიცებულებების გამოკვლევაზე. ჩვენ ვრჩებით იგივე პოზიციაზე რა პოზიციაც გვქონდა, ბრალდებულები დუმილის უფლებას ინარჩუნებენ, რაც  ნიშნავს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობენ და ბუნებრივია დაცვის პოზიციაც არის შესაბამისი,"-აცხადებს ადვოკატი თამარ შათირიშვილი.

დღის ამბები