09 ივლისი 2024,   03:59
ვრცლად
რატომ მოკლეს ოზურგეთში 23 წლის გიგა როყვა - "კურიერმა" ახალი დეტალები გაარკვია

ახალი დეტალები ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის საქმეში - ერთ-ერთი ვერსიით, 23 წლის მამაკაცს თავს იმ დროს დაესხნენ, როცა თანმხლებ პირებთან ერთად ავტომანქანით ანასეულის გზაზე გადაადგილდებოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, კლინიკაში ახალგაზრდა მამაკაცი უცნობმა პირებმა შეიყვანეს.

პოლიცია მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეძებს. მოკლული იტალიიდან ერთი კვირის ჩამოსული იყო.

მოტივი წარსულში არსებული უთანხმოებაა დაწყებული ყოფით ნიადაგზე. "კურიერმა"  გაარკვია, რომ არსებული ინფორმაციით, მოკლული და დანაშაულის ჩამდენი პირი შეხვდნენ ერთმანეთს და მათ შორის სიტყვიერი კამათი მოხდა. ამის შემდეგ, 23 წლის მამაკაცი ჩაჯდა საკუთარ ავტომობილში, რის შემდეგაც მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

მოკლული 23 წლის გიგა როყვაა. ის დედასთან იყო დროებით ჩასული.

მომხდართან დაკავშირებით მეზობლებს და ახლობლებს საუბარი არ სურთ. კამერებთან არ ჩნდებიან, ასევე, მოკლულის ოჯახის წევრები.

ექიმებმა დაჭრილის გადარჩენა ვერ შეძლეს, მას  ცეცხლსასროლი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული გულ-მკერდის არეში.

"11 სექტემბერს დაახლოებით 11-ის ნახევარზე, ახლობლების მიერ მოყვანილი იქნა ახალგაზრდა მამაკაცი, დაახლოებით 21 წლის, ფაქტობრივად გვამი, სასიცოცხლო ფუნქციები დარღვეული ჰქონდა, არც პულსი, არც გულის ცემა არ აღენიშნებოდა. ერთადერთი, რაც იქცევდა ყურადღებას მარჯვენა ბეჭის ძვლის ქვემოთ იყო შემავალი ჭრილობა, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული. აყვანილი იქნა რეანიმაციის განყოფილებაში, დაახლოებით 40-45 წუთის განმავლობაში უტარდებოდა რეანიმაციული ღონისძიებები, სამწუხაროდ უეფექტოდ," - განაცხადა მკურნალმა ექიმმა.

დღის ამბები