02 მაისი 2024,   06:29
ვრცლად
ახალ სასწავლო წელს საქართველოს ისტორიის დამოუკიდებელ საგნად შესწავლა დაიწყება - საგანმანათლებლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება

რა სიახლეებით ხვდება სკოლები ახალ სასწავლო წელს - განათლების სამინისტროს ცნობით, საგანმანათლებლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება, პირველ დღეს ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება და დროშა აღიმართება.

უწყებაში აცხადებენ, რომ ახალ სასწავლო წელს სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდებიან.

"15 სექტემბერს სკოლებში იწყება ახალი სასწავლო წელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის,  ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სწავლის პირველ დღეს ყველა საჯარო სკოლაში გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი და აღიმართება ჩვენი ქვეყნის დროშა.

ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ სასწავლო წელს დაიწყება საქართველოს ისტორიის დამოუკიდებელ საგნად შესწავლა. ასევე, მიხარია, რომ პირველკლასელებს აქვთ საშუალება შეისწავლონ ჭადრაკი, როგორც დამოუკიდებელი საგანი. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ჩვენი სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, წელს იწყება ახალი საგნის შესწავლა, საგანი გახლავთ სამხედრო საქმე - ამ საგნის პილოტირება მოხდება და პილოტირების პროგრამაში ჩაერთვება მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლა.

როგორც საზოგადოებას მოეხსენება, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, წელს იწყება 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის გრანდიოზული და ისტორიული პროექტი. სექტემბერ-ოქტომბერში გამოცხადდება ტენდერი 80 ახალი სკოლის და 320 სკოლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. დანარჩენი სკოლების რეაბილიტაციის ტენდერი გამოცხადდება უკვე მომდევნო წლებში," - განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

დღის ამბები