წალენჯიხის მერიის მიერ დაგეგმილი რეფორმების ფარგლებში, საბავშვო ბაღების აღმზრდელთა თანაშემწეები გასაუბრებას სპეციალურ კომისიასთან გადიან, რომლის შემადგენლობაშიც მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.
ბაღის თანამშრომლებისთვის გაუგებარია გასაუბრების ფორმატი. მიიჩნევენ, რომ მათი უფლებები ირღვევა და პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან. ბრალდებებს უპასუხეს და უსაფუძვლო უწოდეს წალენჯიხის მერიაში.