30 აპრილი 2024,   15:11
ვრცლად
კიკეთში, სროლის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, არიან დაჭრილები

კიკეთში სროლის შედეგად დაჭრილებიდან ერთი პირი გარდაიცვალა, არიან დაჭრილები, რომელიც ამ დროისთვის კლინიკაში იმყოფებიან. ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, რომ კიკეთში ცოტა ხნის წინ რამდენიმე ადამიანი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ  მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე  და 236- ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი. ამ დროისთვის მის დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

დღის ამბები