30 აპრილი 2024,   12:29
ვრცლად
ნაწამები სხეულები და გართობისთვის დახოცილი ასობით მშვიდობიანი მოქალაქე - გაეროს ექსპერტები იზიუმში მომხდარი დანაშაულის შესასწავლად მიემგზავრებიან

"იზიუმი, 2022 წლის სექტემბერი" - ასე დათარიღდება უახლესი ისტორიის სახელმძღვანელოში იზიუმში მომხდარი უმძიმესი ფაქტები და თაობებს იმის დაჯერება მოუწევთ, რომ ეს მართლაც 21-ე საუკუნის ევროპაა. მოსკოვმა ცივილიზებულ სამყაროს მისი ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ აჩვენა. იზიუმის ტყე 440 უდანაშაულო უკრაინელის მასობრივ სასაფლაოდ რუსმა სამხედროებმა აქციეს.

6 თვიანი ოკუპაციის რეალურ სურათს, მალე გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი აღადგენს. ექსპერტები უკრაინაში საგანგებოდ მიემგზავრებიან იზიუმში მომხდარი დანაშაულებების შესასწავლად. უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მათ კიდევ ბევრი სხვა მძიმე ფაქტის ძიება მოუწევთ, რადგან მტერს ხარკივის ოლქი თვეები ეკავა.

პარალელურად, ხარკოვის, ხერსონისა და დონეცკის ოლქებში სულ უფრო მეტ ქალაქსა და სოფელში ფრიალებს უკრაინული დროშა. აღმოსავლეთ ფრონტზე დეოკუპაციის პროცესი წარმატებით გრძელდება. რუსეთი სტრატეგიულ გზებზე პოზიციების შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა ამაოდ.

"აღვმართავთ დროშას დონეცკის ოლქში, კერძოდ, დასახლებულ პუნქტ დიბროვაზე. ის უკრაინული ჯარის, ეროვნული გვარდიის კონტროლის ქვეშ გადადის. ჩვენ ნელ - ნელა, სოფელს - სოფელზე დავიბრუნებთ, დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს. გამარჯვება ჩვენი იქნება," - განაცხადა უკრაინელმა ჯარისკაცმა.

პუტინი ცდილობს ურყევი პოზიცია აჩვენოს და უკრაინელების კონტრშეტევებს ირონიულად მოიხსენიებს. უარყოფს ომის დანაშაულებს -თუმცა მსოფლიო სხვა აზრზეა. რა იქნება, თუ ის მარცხს თვალს გაუსწორებს და კედელთან მიმწყვდეული ბირთვული, ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას გადაწყვეტს ? - ამ კითხვით "სიბიესის" ჟურნალისტმა დემოკრატიული სამყაროს ლიდერს მიმართა. ბაიდენი არ კონკრეტდება, თუმცა მის ტონში მუქარა იკითხება,რომლის ადრესატიც მისი რუსი კოლეგაა.

რუსების საერთო დანაკარგები უკვე საკმარისზე მეტია: 2202 ტანკი, 4701 ჯავშანტექნიკა, 1306 ერთეულ საარტილერიო სისტემა და ბევრი სხვა. ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 54 250 ჯარისკაცია ლიკვიდირებული.




ამავე თემაზე
დღის ამბები