25 აგვისტო 2026,   22:28
ვრცლად
ლენტეხში ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს "ლენტეხობას" აღნიშნავენ

ლენტეხში ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს "ლენტეხობას" აღნიშნავენ. მუნიციპალიტეტის მთავარ მოედანზე ეთნოგრაფიული კუთხეებია მოწყობილი, ასევეა ხელნაკეთის ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა ჩოხოსნების მარში და დაბა ლენტეხის კურთხევა. დაგეგმილია ლენტეხის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვებაც.

სახალხო დღესასწაულს დღის ბოლოს გალა-კონცერტი და ფოიერვერკი დაასრულებს.

დღის ამბები