26 აპრილი 2024,   19:37
ვრცლად
ქუთაისში, "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია - "კურიერმა" დაკავებულის სახელი და გვარი გაარკვია

"კურიერისთვის" უკვე ცნობილია ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელი მამაკაცის ვინაობა. ის გრიგოლ ნარსიაა. აღნიშნული პირი დაკავებულია და წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული შუახნის მამაკაცია. ის წარმოშობით ქუთაისიდან არ არის. 

ამასთან, ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. 

სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ "კურიერმა" ექსკლუზიურად გადაიღო ბანკის შიდა პერიმეტრში არსებული ვითარება. ადრში ჩანდა ძირსდაგდებული ხელყუმბარა, ძირსმოფენილი ფული.

ცნობისთვის, ქუთაისში, "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი დაკავებულია. ამის შესახებ შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ქეთი კოვზიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა და მძევლები გათავისუფლებული არიან. შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული პირი ბანკში დაახლოებით დილით შეიჭრა. თავდამსხმელს 12 მძევალი ჰყავდა და რუსულ დროშას, ანკესს, ვერტმფრენს და თავდაპირველად 2 მილიონ დოლარს, ხოლო დღის ბოლოს 1.5 მილიონ დოლარს მოითხოვდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები