06 მაისი 2024,   01:50
ვრცლად
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 150 ოჯახს სასურსათე პაკეტები გადაეცემა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 150 ოჯახს სასურსათე პაკეტები გადაეცემა. ჰუმანიტარული ამანათები, სტიქიით დაზარალებულ რამდენიმე ოჯახს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ, "წითელი ჯვრის" წარმომადგენლებთან ერთად პირადად გადასცეს. ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში დაზარალებულ ოჯახებს სასურსათე პაკეტები ეტაპობრივად დაურიგდება და ყველა ოჯახს მოიცავს.

კატასტროფებისთვის მზადება-რეაგირება, შინმოვლისა და საგანგებო სიტუაციების დროს ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებზე დაფუძნებული მხარდაჭერა ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებიც რეგიონში წითელი ჯვრის საზოგადოებასთან თანამშრომლობით ხორციელდება და ამ მიმართულებით მომავალშიც არა ერთი საინტერესო აქტივობა იგეგმება.

დღის ამბები