27 აგვისტო 2026,   05:57
ვრცლად
მარტვილში "ჭყონდიდლობის" აღსანიშნავი ღონისძიებები ფოიერვერკით დასრულდა

"ჭყონდიდლობის" აღნიშვნა მარტვილის ცენტრში "ღამის შოუს" ბენდის კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა. მთელი დღის განმავლობაში მარტვილში სხვადასხვა გასართობი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობდა.

დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და მწიგნობართუხუცესის ხსენების რელიგიური და საერო დღესასწაულის ფარგლებში მარტვილის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. "ჭყონდიდლობის" აღნიშვნა მარტვილის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.

დღის ამბები