25 აპრილი 2024,   18:05
ვრცლად
იტალიელი და ქართველი ოპერის მომღერლები ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე - საქველმოქმედო გალა კონცერტი უკრაინელი და ქართველი ბავშვების დასახმარებლად

საქველმოქმედო გალა კონცერტი უკრაინელი და ქართველი ბავშვების დასახმარებლად - ცნობილმა ქართველმა მეცო სოპრანომ ნინო სურგულაძემ საკუთარი ფონდის "ნატვრის ხის" ორგანიზებით, ბავშვების დასახმარებლად ფილარმონიის სცენაზე მომღერლები იტალიიდან ჩამოიყვანა.

ოპერის ცნობილი ვარსკვლავების კონცერტი ოპერისა და ბალეტის თეატრში ხვალ 22:00 საათზე დაიწყება.

იტალიელ და ქართველ ოპერის მომღერლებთან ერთად, სცენაზე იქნება ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრიც. კლასიკური მუსიკის კონცერტისთვის ახლა ბოლო რეპეტიციას გადიან, თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია.

მათ კი ვინც ოპერისა და ბალეტის თეატრში კონცერტზე დასწრებას ვერ შეძლებს, კლასიკური მუსიკის მოსმენას "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში შეძლებენ, ჩვენი არხი კონცერტს პირდაპირ ეთერში გადასცემს.

დღის ამბები