26 აპრილი 2024,   04:50
ვრცლად
უკრაინაში დამატებითი მობილიზაციის გამოცხადება არ იგეგმება - მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინაში დამატებითი მობილიზაცია არ იგეგმება - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს.

როგორც პოდოლიაკი ამბობს, უკრაინა რუსი სამხედროების გაზრდილი რაოდენობისთვის მზად არის.

"ჩვენ უკვე შევქმენით რეზერვი ტერიტორიული თავდაცვის სისტემის მეშვეობით და აქტიურად გამოვიყენებთ ამ რეზერვებს. არ ვაპირებთ დღეს დამატებითი მობილიზაციის გამოცხადებას. ჩვენ ყველაფერი გვაქვს და რუსი სამხედროების გაზრდილი რაოდენობისთვის მზად ვართ," - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.

დღის ამბები