15 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
ოპოზიცია დამარცხებისთვის იყო განწირული და ამიტომ თავი აარიდეს არჩევნებში მონაწილეობას - ზაზა ყურაშვილი

სენაკი, საკრებულოს მაჟორიტარ წევრს ირჩევს. ეს არჩევნები გადაწყვეტს ვის ექნება უმრავლესობა მუნიციპალურ ორგანოში. ამომრჩევლები თეკლათისა და ჭალადიდის ოლქის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ. გახსნილია სამი საარჩევნო უბანი.

ადგილობრივებს კი არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის უწევთ. ერთი "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ზაზა ყურაშვილია, მეორე კი პოლიტიკური მოძრაობის "სოციალური სამართლიანობისთვის”თავმჯდომარე მამუკა ტუსკაძე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ”ქართული ოცნებიდან” ზაზა ყურაშვილი აცხადებს, რომ ხმა სენაკის განვითარებას და წინსვლას მისცა.

"ხმა მივეცი სენაკის განვითარებას. დღევანდელი შედეგით ჩვენ შევქმნით ყველა პირობას, რომ ყველაფერი კარგად იყოს. ოპოზიცია დამარცხებისთვის იყო განწირული და ამიტომ თავი აარიდეს მონაწილეობას,"- აცხადებს ყურაშვილი. 

დღის ამბები