06 დეკემბერი 2024,   14:55
ვრცლად
საქართველოში მოსახლეობისა და სასოფლო სამეურნეო აღწერა დაიწყო - მონაცემთა შეგროვების პროცესი 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება

საქართველოში მოსახლეობისა და სასოფლო სამეურნეო აღწერა დაიწყო. მონაცემთა შეგროვების პროცესი 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სოციალური და დემოგრაფიული სახის ინფორმაციასთან ერთად, მონაცემები ოჯახების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის, სარგებლობაში არსებული მიწის, პირუტყვისა და ფრინველის სულადობის შესახებაც შეგროვდება.

მოსახლეობის და სასოფლო სამეურნეო აღწერა ორ ეტაპად ჩატარდება. დღეიდან 23 ნოემბრის ჩათვლით, მონაცემები თვით რეგისტრაციის მეთოდით შეგროვდება. რესპონდენტებს, კითხვარის შევსება "საქსტატის" ვებგვერდზე დამოუკიდებლად, ინტერვიუერების გარეშე შეუძლიათ. თუ მოქალაქე თვით რეგისტრაციას არ გაივლის, ინფორმაციას "საქსტატის" 12 000-მდე ინტერვიუერი, ნოემბრის ბოლოდან კარდაკარ პრინციპით შეაგროვებს.

აღწერის გავლის ვალდებულება აქვს როგორც საქართველოს, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე, 12 თვეზე მეტხანს მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეს. დემოგრაფები ამბობენ, რომ პროცესში ჩართულობა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია და ის მომავალში, ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას განაპირობებს.

"საქსტატის" ინფორმაციით, წინასწარი შედეგები 2025 წლის ივნისში გამოქვეყნდება. საბოლოო შედეგი კი 2026 წელს გახდება ცნობილი.

 

დღის ამბები