24 დეკემბერი 2024,   07:35
ვრცლად
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია რასაც გვაბრალებს, არის ფოკუსი, ეს არ არის გაყალბება - 400 000 ხმის დამატება არის ფოკუსი და არა გაყალბება

არ ჰქონდათ ერთმანეთში შეთანხმებული, „ფორმულას“ და „მთავარს“, რა ფორმით გაყალბდებოდა ეს ეგზიტპოლები, ერთმანეთსაც კი ააცილეს ეგზიტპოლის შედეგები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში "აქტუალური თემა" განაცხადა.

პრემიერის თმით, თვითონ ეგზიტპოლები რომ გაყალბებულია, ამის მტკიცებულებას იძლევა ამ ორი ეგზიტპოლის შედარება და ასევე ეგზიტპოლის და ცესკოს შედეგების შედარება.

"რაც შეეხება ეგზიტპოლს -თუ აყალბებ არჩევნებს, თუ მმართველი პარტია აყალბებს არჩევნებს, თეორიულად დავუშვათ ასეთი რამ - ამ სემთხვევაში ხომ პროპორციულად კლდება ყველა ოპოზიციურ პარტიას. ამას ამბობენ. შენ დაიმატე 400 000 ხმა, ეს უნდა გამოაკლო და პროპორციულად უნდა მოაკლდეს ოპოზიციურ პარტიებს. სხვა ლოგიკა ხომ არ არსებობს. ეგზიტპოლი როგორ შეიძლება იყოს სანდო, როცა გვაქვს შემდეგი მოცემულობა - არჩევნებზე დაფიქსირდა 11% „ახალი“ და 9% „ლელო“. 2%-იანი სხვაობა იყო „ახალსა“ და „ლელოს“ შორის. „ედისონის“ ეგზიტპოლის მიხედვით, 18% ჰქონდა „ახალს“ და 9% ჰქონდა „ლელოს“. ანუ, არჩევნებში დაფიქსირებულია 2%-იანი სხვაობა და ამათ აქვთ ორმაგი სხვაობა დაფიქსირებული. ცალკე ავიღოთ „ჰარისის“ და „ედისონის“ ეგზიტპოლები - ერთმანეთში აქვთ ცდომილება. რომელს უნდა ენდო. როგორც ჩანს, არ ჰქონდათ ერთმანეთში შეთანხმებული, აქეთ „ფორმულას“ და იქით „მთავარს“, რა ფორმით გაყალბდებოდა ეს ეგზიტპოლები, ერთმანეთსაც კი ააცილეს ეგზიტპოლის შედეგები. უფრო მეტიც, როგორ შედიძლება არჩევნებზე ამოვიდეს 2%-იანი სხვაობა, 9 და 11 და ეგზიტპოლში „ლელოს“ პროცენტი სწორად დაჯდა, 9% და 11-ის მაგივრად 18 % დაუფიქსირეს „ახალს“, ისე, რომ 2%-ის მაგივრად ორმაგი სხვაობა ფიქსირდება ეგზიტპოლში „ახალსა“ და „ლელოს“ შორის. თვითონ ეგზიტპოლები რომ გაყალბებულია, ამის მტკიცებულებას პირდაპირ იძლევა ამ ორი ეგზიტპოლის შედარება და ასევე ეგზიტპოლის და ცესკოს შედეგების შედარება. გაყალბებაზე არ საუბრობენ სინამდვილეშ ისინი, ისინი რასაც გვაბრალებენ, ეს არის ფოკუსი. ეს არ არის გაყალბება. 400 000 ხმის დამატება ეს არის ფოკუსი და არა გაყალბება. როცა ასეთ რაღაცას გაბრალებენ, ჩანს, რამდენად უსუსურ მდგომარეობაშა ოპოზიცია“, - განაცხადა პრემიერმა.

 

დღის ამბები