06 დეკემბერი 2024,   14:48
ვრცლად
თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება - ვის შეეხება შეზღუდვა

15 ნოემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, სოფ. პატარა ლილოში რეზერვუარზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 15 ნოემბერს  10:00 საათიდან 16 ნოემბრის დილის  10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში: 

ლილოს დასახლებას მთლიანად. ჭირნახულის, ნოდარ სიგუას, დავით კობახიძის, ევგენი აფხაზავას, თენგიზ სტურუას, მეფრინველეობის, ზურაბ ნამორაძის, ლეონტი მროველის და ელენე გოკიელის ქუჩებს. 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

დღის ამბები