15 ნოემბერი 2024,   05:52
ვრცლად
ერთი ვაკანტური ადგილი და 19 მსურველი- ვინ იქნება საუკეთესო და ვინ გადაიბარებს ნინო ლომჯარიას პორტფელს

ერთი ვაკანტური ადგილი და 19 მსურველი - ვინ იქნება საუკეთესო და ვინ გადაიბარებს ნინო ლომჯარიას პორტფელს. განაცხადებს ჯერ 9 - კაციანი კომისია შეისწავლის, რის შემდეგაც ოპოზიციამ 7 რჩეული უნდა დაასახელოს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ იაგო ხვიჩია ერთადერთი კანდიდატია. 

"სხვა ყველა კანდიდატისგან განსხვავებით, ჩვენი კანდიდატი იაგო ხვიჩია იქნება დაკავებული მხოლოდ იმ პრობლემებით, რომლებიც ეხება ადამიანების და სახელმწიფოს ურთიერთობას. მე მივიჩნევ, რომ ერთადერთი კანდიდატია იაგო ხვიჩია,"- აცხადებს რაქვიაშვილი. 

”სტრატეგია აღმაშენებელის” წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციასთან ერთად ცდილობს კონკრეტული კანდიდატის ამორჩევას.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, ქვეყნისთვის კარგი სახალხო დამცველი მნიშნელოვანია.

"პროცესი არის გამჭირვალე და ყველაზე მთავარია, რომ ქვეყანას ჰყავდეს პოლიტიკურად მიუკერძოებელი სახალხო დამცველი, რომელიც იქნება თითოეულ ჩვენგანზე მომზირალი და მოფიქრალი სახალხო დამცველი,"- აცხადებს ალუდა ღუდუშაური. 

 

დღის ამბები