15 ნოემბერი 2024,   06:01
ვრცლად
საქართველო არასდროს აღიარებს უკრაინის რეგიონებში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების შედეგებს - საგარეო უწყება

რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმებსა და უკანონო ანექსიას უმკაცრესად გმობს საქართველოს საგარეო უწყება. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო არასდროს აღიარებს უკრაინის რეგიონებში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების შედეგებს. 

"საქართველო, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობები, არასდროს აღიარებს უკრაინის რეგიონებში ჩატარებული ეგრეთ წოდებული რეფერენდუმების შედეგებს და კიდევ ერთხელ მკაფიოდ აფიქსირებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

დღის ამბები