ვის ექნება უმრავლესობა სენაკის მუნიციპალურ ორგანოში - ადგილობრივები საკრებულოს მაჟორიტარ წევრს ირჩევენ.
გახსნილია სამი საარჩევნო უბანი, იქ მისულებმა კი არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ. ერთი "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ზაზა ყურაშვილია, მეორე კი პოლიტიკური მოძრაობის "სოციალური სამართლიანობისთვის”თავმჯდომარე მამუკა ტუსკაძე.
ორივე კანდიდატმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
"სოციალური სამართლიანობისათვის” თავმჯდომარე, სენაკის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა ტუსკაძემ განაცხადა, რომ კონკურენტუნარიანი არჩევნები მიმდინარეობს.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლაშა კუჭავამ კი განაცხადა, რომ არჩევნები სამართლებლივი ჩარჩოებიდან არის გასული რის გამოც გუნდი არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს.