15 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
„"ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ევროპულ ღირებულებებსა და ქართულ სახელმწიფოებრივ ინტერესებს აერთიანებს - თამთა მეგრელიშვილი

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელმაც ქართველი ერის წინაშე დააჩოქა სისხლიანი რეჟიმი და მისი შემოქმედი დღეს გისოსებიდან გველაპარაკება.

მეგრელიშვილის თქმით, სახელმწიფო სახელმწიფოებრივად ვითარდება და ჯერ არაფერი დასრულებულა. 

„"ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ევროპულ ღირებულებებსა და ქართულ სახელმწიფოებრივ ინტერესებს აერთიანებს!
ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელმაც ქართველი ერის წინაშე დააჩოქა სისხლიანი რეჟიმი და მისი შემოქმედი დღეს გისოსებიდან გველაპარაკება!
დიახ, "ქართული ოცნების" პოლიტიკური მოღვაწეობის მეათე წელია გვაქვს ძალაუფლება რომელიც ემყარება არა გაუპატიურებული ქართველი კაცის შებღალულ სინდისს, არამედ ქართულ კანონს.
ძალადობა; კორუფცია; მედიის თავისუფლების ტოტალური შეზღუდვა; სააკაშვილის მიერ გაყიდულ ომში რუსეთისთვის ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის ჩაბარება;
ქართველი კაცისათვის ნამუსის ახდა;
ახლაგაზრდების ქუჩაში ჩახოცვა;

სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი პოლიტიკის ხელწერა იყო, რომელიც 
"ქართულმა ოცნებამ" ადამიანის ინტერესებსა და ღირსებაზე მორგებული პოლიტიკური ცხოვრებით ჩაანაცვლა.

და თქვენ ოპოზიციონერებო არ მითხრათ რომ ვერ ხედავთ!
არ მითხრათ რომ გულში მაინც არ აღიარებთ ამ სიმართლეს!
დიახ, ქართველო ხალხო," ქართული ოცნებისადმი" გამოხატული  თქვენი ნდობითა და პოლიტიკური ნებით აღიკვეთა ადამიანებზე ძალადობის პრაქტიკა,
აღიკვეთა პატიმრების სისტემური წამება და გაუპატიურება,   
აღიკვეთა ბიზნესის ტოტალური რეკეტის პრაქტიკა, 
აღიკვეთა თავდასხმა მედიასა და მედია მფლობელებზე;
აღიკვეთა ევროპისაკენ სისხლიანი ნაკვალევით სვლის პრაქტიკა.
თქვენ გაიმარჯვეთ, მეც თქვენთან ერთად და მეათე წელია საქართველოში
სისხლიან ხელებს არ იბანს სააკაშვილი და ამავე ხელებით არ აფრიალებს ქართულ დროშას.
მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ქართულ პოლიტიკაში გარდამტეხი ეტაპისთვის და ახალი საქართველოს, სახელმწიფოს დაბადებისთვის!
მადლობა ყველა იმ ადამიანს ვისაც ამ პოლიტიკური ძალის იდეის პირველივე დღიდან სჯეროდა და დღესაც სჯერა.
საქართველოში აღარ ბნელა!
პოლიტიკური მანიაკის ის სისხლიანი ხელებიც ბორკილებდადებული და უმოქმედოა.
სახელმწიფო  სახელმწიფოებრივად ვითარდება და ჯერ არაფერი დასრულებულა, ახლა იწყება და იწყება...“ - წერს მეგრელიშვილი facebook - ზე.

დღის ამბები