პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების მორგ წერილს გიორგი ვაშაძე ეხმაურება. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ხალხის ძალის განცხადებას, რომ ამერიკის საელჩოსა და რადიკალური ოპოზიციის თითოეული მოქმედება სრულად არის კოორდინირებული მეორე ფრონტის გასახსნელად, სიცრუეს უწოდებს.
"ოთხეულმა ღიად, დაუფარავად საკუთარ განცხადებაში დაადასტურა, რომ სწორედ, ქართულმა მხარემ უარი თქვა პატრიოტებზე, ჰაიმარსებზე და აბრაამსის ტანკებზე. ქართულმა მხარემ უარი თქვა საქართველოს თავდაცვინურაიანობის გაძლიერებაზე. დღესავით ნათელი ზუსტად ორ დღეში გახდა ყველაფერი, რომ მე ვთქვი ყველაფერი სიმართლე, უბრალოდ თანხებში ვერ მეთანხმებიან. ბევრი მილიარდი იყო თუ ცოტა მილიარდი. რუსეთს ერთადერთი რისიც ეშინია, ეშინია ჰაიმარსების, პატრიოტების და აბრაამსის ტანკების. ამაზე უარს ამბობს პრო რუსული ქართული ოცნება," - ამბობს გიორგი ვაშაძე.