პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი "სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება.
ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი ვაშაძის განცხადებას "პროვოკაციულს" უწოდებს.
"ვაშაძის ეს განცხადება არის პროვოკაციული განცხადება. ამასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმაც გააკეთა განცხადება. ერთ რამეს ვიტყვი, რომ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები მუდმივად თანამშრომლებენ თავდაცვისა და უსაფრთხოების საშუალებების გაზრდაზე და გაძლიერებაზე. გამომდინარე აქედან, ამის პირდაპირი დაკავშირება უკრაინა-რუსეთის ომთან ვაშაძის მხრიდან, არის რა თქმა უნდა, პროვოკაციული განცხადება არა მარტო საქართველოს მიმართ, არამედ შეერთებული შტატების მიმართაც,“ - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.