ევროკომისიის რეკომენდაციების კიდევ ერთი საკითხზე, დეოლიგარქიზაციაზე სამუშაო ჯგუფის ფორმატის შეხვედრა დღეს იურიდიულ კომიტეტში იმართება.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კანონპროექტზე მუშაობისას ისინი უკრაინული მოდელით ხელმძღვანელობენ, რომლიც ერთადერთი ქვეყანაა კანონში მსგავსი ჩანაწერით. მათივე შეფასებით, ოპოზიცია, დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით მოთხოვნებს მას შემდეგ აღარ აყენებს, რაც მიხვდნენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, შეზღუდვები მათთან დაკავშირებულ პირებს შეეხებათ.
ხელისუფლების ოპონენტები კი, პირველ რიგში, ცალკეული ინსტიტუციების გაძლიერებასა და კანონ-პროექტის შემუშავებაში საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მონიტორინგზე საუბრობენ.