15 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა მოამზადა

ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, სამოქმედო გეგმა მოამზადა.

დოკუმენტში მიმოხილულია სასამართლო რეფორმის მიზნები და ამოცანები, ასევე, გაკეთებულია საერთო სასამართლოების სისტემის არსებული მდგომარეობის ზოგადი ანალიზი. დოკუმენტში ცალკე არის გამოყოფილი გამოწვევები და სამომავლო სარეფორმო საკითხები.

დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ აუცილებელია გაგრძელდეს ქართული მართლმსაჯულების შემდგომ განვითარებაზე მუშაობა, ვინაიდან მაინც რჩება გამოწვევები, რომელთა გადაჭრაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებას.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების მიზანი უნდა იყოს არა მართლმსაჯულების დაბრკოლება არამედ საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვა.

"მართლმსაჯულების სფეროში ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების მიზანი უნდა იყოს არა მართლმსაჯულების დაბრკოლება არამედ საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვა.

ამიტომ სხვადასხვა ფორმატში დღემდე გაჟღერებული ისეთი შემოთავაზებები, განსაკუთრებით, ცალკეული პოლიტიკური პარტიების მხრიდან, როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საჭირო გადაწყვეტილების მიღებისას საჭირო კვორუმი გაზრდა, ასეთი ტიპის ცვლილებების მიღება არ იქნება გათვალისწინებული,"- აცხადებს ოხანაშვილი

დღის ამბები