15 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
ანრი ოხანაშვილი​ განმარტავს რატომ აირჩიეს ობიექტურ საზომად დეოლიგარქიზაციის უკრაინული მოდელი 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით ობიექტურ საზომად აქვთ უკრაინის მაგალითი აღებული, ვინაიდან უკრაინის მიერ მიღებული დეოლიოგარქიზაციის კანონი დადებითად იყო შეფასებული ევროპული სტრუქტურების მხრიდან. 

"ჩვენ ობიექტურ საზომად გვაქვს აღებული ის მიდგომა ევროპული სტრუქტურების მხრიდან, რომლებმაც მოიწონეს უკრაინული მოდელი. უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა,  სადაც მოქმედებს ეს კანონი და ამ კანონთან დაკავშირებით ევროპულმა სტრუქტურებმა გამოთქვეს ინტერესი და ჩაუწერეს უკრაინას, რომ აუცილებელია ამ კანონის იმპლემენტაცია. ეს ჩვენთვის არის ობიექტური საზომი იმისთვის, რომ თუ ევროპული სტრუქტურების მხრიდან არის მოწონებული ეს კანონი, ლოგიკურია, რომ ჩვენთან მიმართებაშიც ეს პუნქტი შესრულებადია ამ კანონის მიღებით,"-აცხადებს ანრი ოხანაშვილი. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი კი ამბობს, რომ ოპოზიციაში არის ოლიგარქების ომი. 

"ბოლო პერიოდში გამოიკვეთა, რომ რადიკალურ ოპოზიციაში მიმდინარეობს ოლიგარქების ომი სუბიექტური ინტერესებისთვის. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ კანონის მიხედვით იქნება ის პროექტი, რომლის ინიცირებასაც მოვახდენთ და შესაბამისად, უკვე ამ ფორმატში გადავალთ საპარლამენტო განხილვებზე,"-აცხადებს რატი იონათამაშვილი.

ამასთან, ოპოზიციის ერთი ნაწილი უკრაინული ვერსიით კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგება. ხოლო მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ეს კანონი შესაძლოა ხელისუფლებამ ოპოზიციის მიმართ რეპრესიისთვის გამოიყენოს. 

პარლამენტში დეოლიგარქიზაციაზე მომუშავე ჯგუფი შეხვედრას მართავს. ჯგუფმა კანონპროექტი უნდა წარადგინოს. უკრაინულ კანონს ევროკომისიის რეკომენდაცია აქვს, სწორედ ამიტომ შეირჩა ის მოდელად. შეხვედრას პარტიების ერთი ნაწილი და არასამთავრობოები ესწრებიან.

დღის ამბები