15 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
"კორექტირებული ვერსიაში მცირდება ბიუჯეტის დეფიციტი და ასევე საგარეო ვალი" - რამდენი ლარით განისაზღვრება 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი

საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 21 მლრდ 302 მლნ ლარით განისაზღვრება. მთავრობამ ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი პარლამენტს უკვე წარუდგინა. ბიუჯეტის პროექტი დღეს ბიუროზე 15:00 საათზე დარეგისტრირდება.

დოკუმენტში დაფინანსება თითქმის ყველა უწყებისთვის გაზრდილია, მათ შორის, ეს ეხება ძალოვან სტრუქტურებს, პარლამენტს, სახალხო დამცველის აპარატსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. იზრდება ხელფასები და პენსიები.

რეგლამენტის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნებს შეიმუშავებს და მას უკან მთავრობას გადაუგზავნის.

ოპოზიცია ბიუჯეტის პროექტში არსებულ ზედმეტ ხარჯებსა და დეფიციტზე ამახვილებს ყურადღებას. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე შემოთავაზებულ ბიუჯეტის პროექტს - ინფლაციურ ნაზარდს უწოდებს.

"ეს ბიუჯეტი არის ინფლაციით გამოწვეული ზრდით ნაზარდი, ისევე როგორც შევდივართ მაღაზიაში, ვყიდულობთ 100 ლარის საქონელს და რომ შევადარებთ რამდენს ყიდულობდით ამ თანხით შარშან ან შარშანწინ, დავინახავთ რომ ზოგიერთი საქონელი 30 ან 40%-ით არის გაზრდილი. ბიუჯეტის მოცულობა იზრდება, ხოლო მისი რეალური მსყიდველობით უნარიანობა მცირდება. ამიტომ იქმნება ილუზია რომ რაღაცა გავზარდეთ. ეს ინფლაციური ნაზარდია," - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

პარალელურად, მიმდინარე წლის ბიუჯეტს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კორექტირებული ვერსიაში მცირდება ბიუჯეტის დეფიციტი და ასევე საგარეო ვალი.

"ვასრულებთ პროცესს 2022 წლის ბიუჯეტის ცვლილებების. მნიშვენელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ინფლაცია არის მთავარი გამოწვევა საქართველოს ეკონომიკისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ინფლაცია დღესაც გაიზარდა. კორექტირებული ვერსიაში მცირდება ბიუჯეტის დეფიციტი და ასევე საგარეო ვალი. დეფიციტი 4.4%-დან 3.2%-მდე ჩამოდის, ასევე, საგარეო ვალიც 35.6%-მდე. ეს ციფრები არის მნიშვნელოვანი, რომელიც გავლენას მოახდენს ინფლაციის შემცირებასა და ლარის კურსზე," - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

დღის ამბები