15 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. 

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 7 საკითხი განიხილეს.

განსახილველ საკითხთა შორის იყო ცვლილება "2022 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2022 წლის 25 ივლისის №1327 განკარგულება.

კერძოდ, მიმდინარე წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეული 1კგ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის შესყიდვისას განხორციელდება ღვინის კომპანიის სუბსიდირება 4 ლარის ოდენობით; ამასთან, სუბსიდიის მისაღებად ღვინის კომპანია ვალდებული იქნება მევენახეობის სფეროში დასაქმებულ ფიზიკურ პირს ან/და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიულ პირს ალექსანდროულის ან/და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის შესყიდვისას გადაუხადოს არანაკლებ 7 ლარი და შეისყიდოს არანაკლებ 3 ტონა.

ალექსანდროულის ან/და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი; გარდა ამისა, როგორც კახეთის, ასევე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მოწეული ყურძნის ჩაბარება/მიღება, რთვლის მიმდინარეობისას, ღვინის კომპანიების მიერ განხორციელდება ჩამბარებლებთან შეთანხმებული ინფორმაციის (ყურძნის ჩამბარებელი, ჩასაბარებელი ყურძნის ჯიში და რაოდენობა, ყურძნის ჩაბარების ადგილი და დრო) პორტალზე portal.wine.gov.ge-ზე განთავსების შემდგომ.

დღის ამბები