პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილის ლევან ბეჟაშვილი მოუწოდებს მმართველ გუნდს ერთობლივად იმუშაონ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე.
მისივე თქმით, ოპოზიციას შემუშავებული აქვს საკუთარი ვერსია, რომელსაც წარუდგენენ პარლამენტს განსახილველად.
"მოვუწოდებ უმრავლესობასაც ჩავერთოთ და ერთობლივად შევიმუშაოთ ეს კანონპროექტი. ჩვენ აქ პიროვნებებზე არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება, უნდა ავსახოთ ის რეალობა, რომელიც არსებობს და შესაბამისად პრევენციული კანონი უნდა შევქმნათ. საპარლამენტო ოპოზიცია მთელი ამ დროის განმავლობაში ანტიოლიგარქიული მმართველობის შესახებ კანონის თავის ვერსიაზე, ბუნებრივია აზრთა სხვადასხვაობები არსებობს, შესაბამისად საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მიმდინარეობდა კონსულტაციები. ბუნებრივია უმრავლესობის მიერ კანონპროექტის წარმოდგენის შემთხვევაში ჩვენ, ჩვენს ვერსიას წარვუდგენთ პარლამენტს და ვიმედოვნებთ, რომ ამ ორი ვერსიის შეჯერება მოხდება,"-აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
დეოლიგარქიზაციის კანონი არ მოსწონთ სხვა ოპოზიციონერ ლიდერებსაც და აცხადებს, რომ ამ კანონის მიღება ქვეყანაში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ გამოიწვევს. გარდა იმისა, რომ მოხდება რამდენიმე ადამიანის ოლიგარქად აღიარება.
მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ განსხვავება იქნება მხოლოდ ის, თუ ვინ აღიარებს პირს ოლიგარქად, უკრაინაში ამას წყვეტს პრეზიდენტს დაქვემდებარებული საბჭო, საქართველოს შემთხვევაში კი ამ გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს. პირს საქმის გასაჩივრება სასამართლოში შეეძლება.