საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დღეს თამარ ტალიაშვილისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა განიხილეს და საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირეს. კომიტეტმა შესაბამისი დასკვნა უკვე მოამზადა.
დადგენილების პროექტს პლენარულ სხდომაზე ხვალ განიხილავენ. თამარ ტალიაშვილს პარლამენტში "ქართული ოცნების" სიით ადგილმონაცვლე გრეტა წიწავა შეცვლის.