15 ნოემბერი 2024,   06:13
ვრცლად
კამათი ბიუროს სხდომაზე - ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დისკუსიის საგანი საარჩევნო რეფორმა გახდა

კამათი ბიუროს სხდომაზე - დისკუსიის საგანი საარჩევნო რეფორმა გახდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ პარტიას მომზადებული აქვს ალტერნატიული პროექტი და საჭიროა ინიციატივების შეჯერება.

"ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კანონპროექტის შეთავსება იმასთან, რაც თქვენ წარმოადგინეთ იმიტომ, რომ იქ არის ძირითადად ვენეციის რეკომენდაციებით გათვალისწინებული ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი პუნქტი, რომელიც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, რაც რეალურად იყო ძალიან სერიოზული პრობლემა. გთავაზობთ იმას, რომ ბიურომ მხარი დაუჭიროს, როცა იქნება შესაბამისობაში დროის მიხედვით, რაც შეიძლება მალე განვიხილოთ ეს პაკეტი," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

"ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკურ ოპონენტებს შეახსენა, რომ ისინი სამუშაო ჯგუფებში არ ჩაერთნენ და პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეს. 

"მთელი რამდენიმე თვის განმავლობაში, შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მუშაობას გამოუცხადეთ საბოტაჟი და ახლა მოხვედით ისე, რომ თქვენი პროექტი არავის არ უნახავს რა პროექტია საერთოდ. დააინიცირეთ და ახლა ითხოვთ დაჩქარებული წესით დღესვე განხილვას და არ არის ეს არც სამართლიანი, არც ობიექტური და არ ხართ მართლები და სწორი. ოფიციალურ სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობდით და იმის იქით თქვენ რა ჯგუფები გქონდათ შეკრებილი და სად დადიოდით და რა საკითხებზე გადიოდით კონსულტაციებს, ეს რეგლამენტის მიღმა იყო," - უპასუხა ანრი ოხანაშვილმა ხატია დეკანოიძეს.

ბიუროს სხდომაზე განცხადება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელმაც საკუთარი პოზიციის დაფიქისრებისას თქვა, რომ მათ მიერ მოტანილი პროექტი ისეთივე უფლებამოსილი კანონპროექტია, როგორც ნებისმიერი სხვა. 

"საზოგადოებას ნუ შევიყვანთ შეცდომაში, რომ თითქოს ჩვენ რამე საბოტაჟი გამოვაცხადეთ ვინმესთან ან რამესთან. აგერ არის ბიურო, სადაც შემოდის საკანონმდებლო ინიციატივები,. მას პარლამენტის შენობაში პარლამენტის ერთი წევრი დაწერს, 7, 30 ან თუნდაც დამალული ვყოფილიყავი სადმე ჩემთან სახლში და ოთახის კუთხეში დავწერე ეს პროექტი, მოვიტანე და დევს და ისეთივე უფლებამოსილი კანონპროექტია, როგორც ნებისმიერ სხვა, ვინც რამეს შემოიტანს აქ," - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

ოპონენტების განცხადებებს უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიციამ სამუშაო ჯგუფის მიმართ გამოცხადებული ბოიკოტით პროცესს დარტყმა მიაყენეს.

"ამხელა დარტყმა მიაყენეთ პროცესს და ახლა გინდათ, რომ რეგლამენტი იდგას თქვენს მხარეს. იდექით რეგლამენტის მხარეს და მერე რეგლამენტიც დადგება თქვენს მხარეს. სწორედ რიგგარეშე სესია რომ გგონიათ თქვენ, იქნებოდა პროექტების დამწერი და შემდგენი და თქვენ გგონიათ რომ პლენარული სხდომის დარბაზში შევიკრიბებოდით და პროექტებს შევადგენდით, ეს არის პრობლემა, რომ სინამდვილეში აღქმების ჩამოყალიბებაზე იყო ეს ყველაფერი გათვალისწინებული,“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

 

 

 

დღის ამბები