კანადის, პოლონეთისა და სლოვაკეთიდან დელეგაციები ოფიციალური ვიზიტით სამი დღის განმავლობაში, მარნეულში იმყოფებოდნენ. დელეგაციის წარმომადგენლებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, შეხვდა.
იმსჯელეს ურთიერთთანამშრომლობაზე და სამომავლოდ მის გაღრმავებაზე. დელეგატები ვიზიტის ფარგლებში "ბოლნისქალაქობა 2022-ს" დაესწრნენ.
"მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქალაქების გამოცდილების გაზიარება. ჩვენ გვქონდა რამდენიმე ვიზიტი მარნეულის მუნიციპალიტეტთან ერთად და ის გამოცდილება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნები და ქალაქები აკეთებენ როგორც ურბანული, ასევე სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ამ ცოდნის გაზიარება. ჩვენ გავაღრმავებთ ამ ურთიერთობას," - აცხადებს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი.