15 ნოემბერი 2024,   06:09
ვრცლად
ყოველთვის მქონდა პოზიცია, რომ მეტი ინფორმაცია უნდა მიგვეცა მოსახლეობისთვის - დავით კაჭარავა "ხალხის ძალაში" გაერთიანების მიზეზებზე საუბრობს

დეპუტატ დავით კაჭარავას განცხადებით, ის ყოველთვის მომხრე იყო, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებების მიზეზების შესახებ მოსახლეობას უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონოდა. ამის შესახებ "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა დღევანდელი პრეზენტაციის შემდეგ ისაუბრა, სადაც ის საზოგადოების წინაშე წარსდგა, როგორც მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრი.

"ეს დღეს არ დაწყებულა, ჩემი პარლამენტში შემოსვლის დღიდან ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით საუბარი. არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკასთან, საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებითაც იყო კულუარებში რაღაც თემები, რასაც განვიხილავდით და ყოველთვის მქონდა პოზიცია, რომ მეტი ინფორმაცია უნდა მიგვეცა მოსახლეობისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობისთვის ბუნდოვანი ხდებოდა, რატომ მოხდა გადაწყვეტილებების მიღება,"- განაცხადა დავით კაჭარავამ.

დღის ამბები