საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას მშვიდობის 10 წელიწადი ჰქონდა:
"3 დღის წინ 10 წელი შესრულდა, რაც "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა გადამწყვეტი გამარჯვება 2012 წლის 1 ოქტომბერს და მაშინ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ქართველმა ხალხმა მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება, გარდატეხა შეეტანა პოლიტიკურ პროცესებში და ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებაში.
ჩვენ გვქონდა მშვიდობის 10 წელიწადი და ჩვენ გვქონდა სუვერენიტეტის 10 წელიწადი. ჩვენ პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, ყველა პარტნიორს, მაგრამ ვიღებთ სუვერენულ გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნის და ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად და სწორედ ასე გაგრძელდება ჩვენი პოლიტიკის წარმოება. კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას ბიძინა ივანიშვილს იმ გარდატეხაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც მივიღეთ 10 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.