15 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.

აღინიშნა, რომ საფრანგეთი საქართველოს მეგობარი და სანდო პარტნიორია. ხაზი გაესვა, რომ საქართველო აფასებს საფრანგეთის მტკიცე პოზიციას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მხარდაჭერას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით.

ხაზგასმით აღინიშნა წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ საფრანგეთის, როგორც უმსხვილესი საერთაშორისო დონორის როლი, საქართველოს დემოკრატიული რეფორმების, ინსტიტუციონალური მოდერნიზაციისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კუთხით.

გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ფრანგ დიპლომატს საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. 

დღის ამბები