15 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
თქვენი ხელისუფლების დროს დატოვა ყველაზე მეტმა მოქალაქემ ქვეყანა, მაშინ ევროპასთან უვიზო რეჟიმი რომ გვქონოდა, საქართველოში შუქის ჩამქრობიც არ დარჩებოდა - თალაკვაძე ოპოზიციას

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა დღეს პლენარულ სხდომაზე მმართველი პარტიის ლიდერების მიმართ საქართველოდან მოქალაქეების გადინებაზე დასვა კითხვები.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, თუ რატომ ტოვებს საქართველოს ათასობით მოქალაქე. ამაზე კი, მას და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ უპასუხა: 

"სწორედ თქვენი ხელისუფლების დროს დატოვა ყოველწლიურად ყველაზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ქვეყანა. შეგახსენებთ 2011 წელს საქართველოს 107 ათასმა მოქალაქემ, ხოლო 2010 წელს 103 ათასმა დატოვა საქართველო და მაშინ რომ საქართველოს ჰქონოდა უვიზო რეჟიმი ევროპასთან, მერწმუნეთ, რომ საქართველოში მართლაც შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები