20 აპრილი 2024,   06:28
ვრცლად
"რუსთავი 2"-ზე ერთ - ერთი ყველაზე რეიტინგული მეგა შოუ ბრუნდება - დღეს, 23:00 საათზე "პრაიმ ჰაუსი" იწყება

ყველაზე ეპატაჟური, გამოწვევებით სავსე და რეიტინგული გადაცემის "პრაიმ ჰაუსი" მეორე სეზონი "რუსთავი 2-ის" ეთერში დღეს იწყება.

ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული 16 მონაწილე მაყურებელს აქამდე არნახულ სანახაობას ჰპირდება.

ბლოგერები, მოცეკვავეები, მსახიობები, საზოგადოებისთვის კარგად თუ ნაკლებად ნაცნობი პირები  - თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენას "პრაიმ ჰაუსის" ერთგული მაყურებლისთვის კარგად ნაცნობ სახლში, ნაცნობი წესებით ეცდებიან.

სიახლეებით დატვირთულ ახალ სეზონზე "რუსთავი 2-ის" სატელევიზიო პროექტების დირექტორიც საუბრობს. "ოცნებების ასრულების პროექტი" - ასე უწოდებს თაკო ფხაკაძე "პრაიმ ჰაუსს."

მაყურებლისთვის და მონაწილეებისთვის სიახლეა ისიც, რომ გადაცემას გიორგი ნაზღაიძე წაიყვანს. გასული სეზონის გამარჯვებულისთვის პროექტში ახალი როლით მონაწილეობა ახალი გამოწვევაა.

"პრაიმ ჰაუსი" "რუსთავი 2" - ის ეთერში ყოველდღე, 23:00 საათზე დაიწყება. პროექტი 3 თვე გაგრძელდება, გამარჯვებულს კი ერთგული მაყურებელი, ხმის მიცემის მეშვეობით ახალი წლის ღამეს გამოავლენს.

 



დღის ამბები