15 ნოემბერი 2024,   06:16
ვრცლად
გარშემო უამრავი დეზინფორმაციაა, თუმცა ფაქტია, რომ 30 წლის განმავლობაში შეერთებული შტატები საქართველოს ერთგულია - კელი დეგნანი

შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ 30 წლის მანძილზე აშშ საქართველოს ერთგულია.

კელი დეგნანს კითხვა მოძრაობა ხალხის ძალის შესახებ დაუსვეს. ელჩი ამბობს, რომ ზოგ შემთხვევაში მთავრობის დამოკიდებულება დამაბნეველია.

"არ მსურს კომენტარი გავაკეთო საქართველოს შიდა პოლიტიკურ ამბებზე, ვფიქრობ, საზოგადოება კარგად ხედავს, რა ხდება. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ მთავრობის გზავნილები დამაბნეველია - რომელიც, ერთის მხრივ, ეთანხმებიან მათ გზავნილებს, რომელიც მიზნად ისახავს აშშ - საქართველოს პარტნიორობისთვის ძირის გამოთხრას, მეორეს მხრივ კი პრემიერ-მინისტრისგან და სხვებისგან გვესმის გზავნილები, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას. მე ვამჯობინებ ფაქტებით საუბარს, რადგან არსებობს ბევრი დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორია ამაზე, ფაქტი კი ისაა, რომ 30 წელია აშშ ჩართულია საქართველოს დახმარებაში, რათა გააძლიეროს მისი უსაფრთხოება, მხარი დაუჭიროს მის სუვერენიტეტს, ეხმარება მას სამუშაო ადგილების შექმნაში, რათა დაეხმაროს საქართველოს ეკონომიკური ზრდას. თუნდაც ის, რომ ამ მიმართულებით კარგი ციფრები ჩანს, ამაში საქართველოს მეგობრებს, მათ შორის, აშშ-ს აქვს წვლილი შეტანილი. ველით ამ პარტნიორობის გაგრძელებას,"- აცხადებს დეგნანი

დღის ამბები