კელი დეგნანის თქმით, დეოლიგარქიზაცია ბევრი ქვეყნისთვის არის აქტუალური საკითხი, მათ შორის, ამერიკისთვის.
"თავად დეოლიგარქიცაზია გულისხმობს არასათანადო გავლენის აღმოფხვრას და მის შემცირებას პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე, ანუ იმ საკითხებზე რეაგირებას, რაც იწვევს პროცესებზე არასათანადო გავლენებს - იქნება ეს ფულით თუ რაიმე სხვა გზით. ეს არაა პრობლემა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ბევრი სხვა სახელმწიფოსთვის,მათ შორის ჩემი ქვეყნისთვისაც. თითოეული სახელმწიფო თავად განსაზღვრას იმ რეაგირებას, რომელიც არასათანადო გავლენებზე პასუხს გულისხმობს. მნიშვნელოვანია ამ საკითხზე მსჯელობა გაიმართოს, რომ ამ გამოწვევას პასუხი გაეცეს. სხვადასხვა ქვეყნებს სხვადასხვა ზომა აქვთ მიღებული,თუმცა ვთვლი რომ პირდაპირ აღება და სხვა ქვეყნის გამოცდილების გადმოტანა მორგების გარეშე ვერ იმუშავებს, რადგან თითოეულ ქვეყანას თავისი ინდივიდუალური კონტექსტი აქვს. ნებისმიერი კანონი, რომელიც მოიტანს მეტ გამჭვირვალობას , ანგარიშვალდებულებას და თანაბარ პირობებს იქნება მისასალმებელი,"- აცხადებს დეგნანი.