ევროკავშირი ჟენევაში შეხვედრას მიესალმება. 56 რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ევროკომისიის საგარეო საქმეთა სამსახურის პრესსპიკერიც. განცხადების თანახმად, 2008 წლის ოქტომბრიდან ევროკავშირი აქტიურად ჩართულია კონფლიქტის დარეგულირების ძალისხმევაში და მუშაობს როგორც თანათავმჯდომარე გაერო-სა და ეუთო-სთან.
ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები რჩება მთავარ პლატფორმად, სადაც განიხილება კონფლიქტის შედეგები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, ის ემსახურება ნდობის ჩამოყალიბებას და ადგილობრივი მოსახლეობის გადაუდებელ ჰუმანიტარულ საჭიროებებზე რეაგირებას.