15 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
სააკაშვილი არ იღებს საკვებს, თუ ის კიდევ ერთხელ გამოაცხადებს შიმშილობას, ვერ გადარჩება - ექსპრეზიდენტის ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილს, ამ წუთებში მისი ამერიკელი ადვოკატი და ცენტრ "ემპათიას" დირექტორი - მარიამ ჯიშკარიანი ხვდებიან.

ყოფილი პრეზიდენტის ინტერესების დამცველების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი თავს ცუდად გრძნობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. ასევე, ექსპრეზიდენტმა უარი განაცხადა მედიკამენტოზურ მკურნალობაზე.

"ტარდება ექსპერტიზა, ჩამოსულია ნევროლოგი და ის გაარკვევს. არ იღებს მედიკამენტებს და საკვებს, მაგრამ ამბობს, რომ  შიმშილობა არ გამოუცხადებია,"- ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე. 

კლინიკა "ვივამედში" იმყოფება ამერიკელი ექსპერტიც, ჯეიმს კობი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსგან ნებართვის მიღების მოლოდინშია. ექიმს უწყებამ არასრულყოფილი სამედიცინო დოკუმენტაციის გამო, ლიცენზიის გაცემაზე, ამ ეტაპზე, უარი უთხრა.

დამატებითი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, მის საქმეს პროფესიული განვითარების საბჭო უახლოეს სხდომაზე კიდევ ერთხელ განიხილავს.

"ჩვენ ვიცით, რომ ბატონი სააკაშვილი არ იღებს საკვებს, მიუტანეს, მაგრამ არ მიუღია. ექიმები შეშფოთებულები არიან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, თუ ის კიდევ ერთხელ გამოაცხადებს შიმშილობას, ვერ გადარჩება. ექსპერტებს მასთან შესვლა სურთ, რათა შეძლონ მისი მონახულება. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუკი საკვებს არ მიიღებს, ის დაიღუპება,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი მასიმო დანჯელო.

დღის ამბები