საკრებულოს უმრავლესობა მერიის ინიციატივას მიესალმება. საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, დედაქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა გაზრდილია და თბილისის მერის მიერ დაანონსებული სიახლე, რომელიც მეტროსადგურებში თანამედროვე ტურნიკეტების დამონტაჟებას გულისხმობს, პიკის საათში მგზავრთა უფრო დიდი ნაკადის შესვლას შეუწყობს ხელს.
სატრანსპორტო რეფორმაზე ისაუბრეს ირაკლი ზარქუამ და ბექა დავითულიანმაც.
"დედაქალაქის მერია კახა კალაძესთან ერთად აკეთებს ყველაფერს, რომ უპირველეს ყოვლისა გამოიცვალოს გზების საფარი," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბექა დავითულიანი კი ამბობს, რომ მთავრობა მერიასთან ერთად, ოპტიმიზაციას აკეთებს და ამის შედეგად, დაახლოებით 30%-ით მოიმატებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამტარუნარიანობა.