15 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" ვიქტორ ჯაფარიძისა და მისი ოჯახის წევრების ეკონომიკური საქმიანობის შესახებ სუსს მიმართავს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძისა და მისი ოჯახის წევრების ეკონომიკური საქმიანობის შესახებ სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოს მიმართავს.

ორგანიზაციის შეფასებით, ვიქტორ ჯაფარიძის საქმიანობა არაერთ კითხვას აჩენს კორუფციის რისკებთან, ნეპოტიზმთან თუ დეპუტატის მანდატის არაკეთილსინდისიერ გამოყენებასთან დაკავშირებით.

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" ცნობით, ვიქტორ ჯაფარიძე და მისი ოჯახის წევრები 11 კომპანიის მეწილეები არიან, მესტიასა და თბილისში ფლობენ არაერთ ქონებას, ასევე "პოსტ ტვ"-ის 52%-ს.

ორგანიზაციას ვიქტორ ჯაფარიძე პასუხობს და აცხადებს, რომ მისი და ოჯახის წევრების საქმიანობაში უკანონო არაფერია.

"პოლიტიკური ორგანიზაცია, კაპიტან გიგაურზე კომენტარის გაკეთება, სიმართლე გითხრათ, მეხამუშება. ალბათ, ეს უკავშირდება იმას რომ ახალ მოძრაობას შევუერთდი და ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტი შევიძინე. 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია გავაკეთეთ. ჩემი შვილი სრულწლოვანია და სად მუშაობს, ახლა მე რა ვუთხრა, რა არ იმუშაო შვილო-მეთქი? მესტიაში მამაპაპისეული სახლი მაქვს და სამი ჰექტარი მიწა მაქვს და ეგ არის გასაკვირი? პარლამენტში ყოფნის დროს არაფერი არ შემიძენია, ყოველ შემთხვევაში," - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ "კურიერთან" საუბრისას.

დღის ამბები