თბილისში ცენტრალური აზიისა და კავკასიის ბიოუსაფრთხოების ასოციაციის კონფერენცია იმართება.
ღონისძიებას 25 ქვეყნიდან 300-მდე სტუმარი ესწრება. მათ შორის არის შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსი, რომელიც საქართველოში 7 ოქტომბრამდე დარჩება.
ღონისძიების თემებია ბიოუსაფრთხოება, კორონავირუსის მიერ შექმნილი გამოწვევები და მათი ანალიზი.