15 ნოემბერი 2024,   05:19
ვრცლად
უაღრესად შემაშფოთებელია თავდასხმები ელჩ დეგნანსა და საელჩოზე, ეს ნაწილია დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემის - ბონი ჯენკინსი

უაღრესად შემაშფოთებელია თავდასხმები ელჩ დეგნანსა და საელჩოზე, ეს ნაწილია დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემისა, რომელიც მიმართულია სიმართლის დამალვისკენ ევროპის კრიზისის ირგვლივ, - განცხადება შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ გააკეთა.

ბონი ჯენკინსი თბილისში შეხვედრებს ორი დღის განმავლობაში გამართავს. მისი თქმით, შეხვედრების განმავლობაში ის გაახმოვანებს ძლიერი მხარდაჭერის გზავნილს ვაშინგტონიდან იმ უმნიშვნელოვანესი სამუშაოს მიმართ, რასაც ელჩი დეგნანი და მისი გუნდი ახორციელებს საქართველოში.

"შეხვედრების განმავლობაში მე მოუთმენლად ველი, რომ გავახმოვანო ძლიერი მხარდაჭერის გზავნილი ვაშინგტონიდან იმ უზარმაზარი და უმნიშვნელოვანესი სამუშაოს მიმართ, რასაც ელჩი დეგნანი და მისი გუნდი ახორციელებს საქართველოში იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს და წინ წასწიოს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და ასევე, საქართველოს მთავრობის მიმართ იმ მზაობისთვის, რაც მათ აქვთ ჩვენთან თანამშრომლობისთვის ამ საკითხების გადასაჭრელად. თუმცა ეს ძალისხმევა არ ყოფილა ადვილი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანსა და საელჩოზე, რაც ვიხილეთ.

მოდით, ძალიან მკაფიოდ ვთქვათ, ეს არის ნაწილი დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემისა, რომელიც მიმართულია სიმართლის დაფარვისა და დამალვისკენ ევროპაში შექმნილი კრიზისის ირგვლივ, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა - კრიზისისა, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა! ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის დააფასებს და მხარს დაუჭერს უკრაინას მის საერთაშირისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც ჩვენ ვუჭერთ მხარს და ვაღიარებთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დღეს ჩვენ ყველა უნდა ვიდგეთ ერთად უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, რადგანაც ისინი იბრძვიან თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის," - აცხადებს ჯენკინსი. 

დღის ამბები