"ქართული ოცნების" თავმჯდომარეს მიხეილ სააკშვილის ჯანმრთელობის მდგომარებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპეკულაციაზე საუბრობს.
როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, შესაბამისი დაწესებულებები განაგრძობენ მსჯავრდებულის ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ოპოზიცია კი უკვე ერთ წელზე მეტია ლეტალური შედეგის რისკებზე საუბრობს.
"ერთ წელზე მეტია, რაც მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება და იქიდან მოყოლებული ყოველდღიურ რეჟიმში საუბრობენ იმაზე, რომ სიკვდილის, ჯანმრთელობის რადიკალურად გაუარესების საფრთხეა და ა.შ. უკვე ერთი წელია ამაზე საუბარი მიდის და ხალხსაც მოაბეზრეს თავი. ამ ყველაფერს არაფერი საფუძველი არ აქვს. სახალხო დამცველი შევიდა და ციხიდან დიაგნოზიც კი ვერ გამოიტანა. არის პოლიტიკური სპეკულაციები. თავიდან ბოლომდე სასჯელაღსრულების დაწესებულება და საავადმყოფო არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ პატიმრის ჯანმრთელობაზე იზრუნოს და ეს გაგრძელდება, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა," - აცხადებს კობახიძე.