საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალა" იყო, არის და იქნება იმ ყველა ჯანსაღი წამოწყების და ფასეულობის მომხრე, რომელიც ახასიათებს რეალურ, და არა ფსევდო: ევროპულობას, დასავლურობას და დემოკრატიას. სწორედ იმ ფასეულობებს, რომლის მიმდევარი საქართველო - დღეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტის მონაწილეა და მისი პრემიერ-მინისტრი - ჩვენი ქვეყნის ამ ფასეულობებისადმი ერთგული მიმდევარი-ლიდერი - წერს საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, არცერთ ევროპელ ლიდერს, აზრადაც არ მოუვიდა დისკუსიის ფორმატი ანუ მეგობრებს შორის გამართული კითხვა/პასუხის რეჟიმი შეერაცხათ ერთმანეთისადმი "შემაშფოთებელი თავდასხმის" ფორმად, რა შეფასებაც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკისმა ამერიკის ელჩის მისამართით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა ჯგუფის ("კონგრესმენების") ეპისტოლარული, დიპლომატიური წერილებით (როგორც მეგობარმა მეგობარს) მიმართვას მისცა დღეს.
"რატომ არა და ვერ გავატარებდი ამ თემას: საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალა" იყო, არის და იქნება იმ ყველა ჯანსაღი წამოწყების და ფასეულობის მომხრე, რომელიც ახასიათებს რეალურ, და არა ფსევდო: ევროპულობას, დასავლურობას და დემოკრატიას. სწორედ იმ ფასეულობებს, რომლის მიმდევარი საქართველო - დღეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტის მონაწილეა და მისი პრემიერ-მინისტრი - ჩვენი ქვეყნის ამ ფასეულობებისადმი ერთგული მიმდევარი-ლიდერი. სწორედ ამ პრაღის სამიტის ფარგლებში, საქართველოსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებს შორის წარიმართა თემატური დისკუსია თემაზე - მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე, რომელსაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ქვეყნების ლიდერებიც ესწრებოდნენ: დისკუსიის ფარგლებში, განხილულ იქნა არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები. ისაუბრეს იმ გამოწვევებზეც, რომლებიც საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას.
საქართველოს საერთაშორისო რადარებიდან "გაქრობას" იმდენი მსოფლიო ლიდერი არ იზიარებდა, რომ დისკუსიას ესწრებოდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი, მონტენეგროს პრეზიდენტი მილო დუკანოვიჩი და ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი. არც ერთს ზემოჩამოთვლილ ევროპელ ლიდერს, აზრადაც არ მოუვიდა - დისკუსიის ფორმატი, ანუ, მეგობრებს შორის გამართული კითხვა/პასუხის რეჟიმი, შეერაცხათ ერთმანეთისადმი "შემაშფოთებელი თავდასხმის" ფორმად, რა შეფასებაც, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკისმა, ამერიკის ელჩის მისამართით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა ჯგუფის ("კონგრესმენების") ეპისტოლარული, დიპლომატიური წერილებით (როგორც მეგობარმა მეგობარს) მიმართვას მისცა დღეს. წარმატება საქართველოს, მის პრემიერ-მინისტრს იმ ამპლუაში, როდესაც შენს პარტნიორებთან დისკუსიაც უნდა გამართო, კითხვაც უნდა დაუსვა, პასუხსაც დაელოდო, უფლება დაუტოვო საკუთარ თავს - დაეთანხმო თუ არა ამას, და სახიფათო მძევლობის ფორმატიდანაც გამოიყვანო შენი უნებლიე ოპონენტი - თუ რა თქმა უნდა, შენ მის მეგობრად მიიჩნევ თავს." - წერს ქართველიშვილი facebook - ზე.