27 აპრილი 2024,   04:27
ვრცლად
უკრაინის პრეზიდენტის განცხადება, რომ ნატომ რუსეთზე პრევენციული დარტყმა უნდა მიიტანოს, მესამე მსოფლიო ომის დაწყებისკენ მოწოდებაა - პესკოვი

"უკრაინის პრეზიდენტის განცხადება, რომ ნატო-მ რუსეთზე პრევენციული დარტყმა უნდა მიიტანოს, მესამე მსოფლიო ომის დაწყებისკენ მოწოდებაა, არაპროგნოზირებადი და საშინელი შედეგებით" - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვის თქმით, აღნიშნულ განცხადებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და ევროკავშირის ქვეყნებმა. უკრაინის პრეზიდენტს გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევიც.

მისი თქმით, "ზელენსკი ფსიქიატრს უნდა ეჩვენოს, სანამ საკუთარი ხალხისთვის და ყველა დანარჩენისთვის უფრო მეტი ზიანი არ მიუყენებია."

დღის ამბები